Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიშვნიდან ორ თვეში ანდრეი შევჩენკო „ჯენოადან“ გაათავისუფლეს

საფეხბურთო კლუბმა „ჯენოამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა ანდრეი შევჩენკო 2024 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ხელმოწერიდან ორი თვის შემდეგ.

ანდრე შევჩენკომ „ჯენოას“ გაწვრთნის საქმე გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი თამაში წააგო, სამი ფრედ დაასრულა და ერთი მოიგო. იტალიის ჩემპიონატში გუნდი ბოლოსწინა მე-19 ადგილს იკავებს.

შევჩენკო 45 წლისაა. 2016 წლიდან 2021 წლამდე, "ჯენოასთან" კონტრაქტის გაფორმებამდე, ის უკრაინის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2012 წლამდე თამაშობდა კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და ინგლისურ „ჩელსიში“.

იტალიური პრესის მიხედვით, ანდრეი შევჩენკოს ხელფასი წელიწადში 1,8 მლნ ევროს შეადგენდა.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG