Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის წარმომადგენელი: კიბერთავდასხმის უკან, შესაძლოა, ბელარუსის დაზვერვა იდგა


უკრაინის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინის მთავრობის რამდენიმე ვებსაიტზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა იდგა ბელარუსის სადაზვერვო სააგენტო.

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერჰიუ დემედიუკი სააგენტო როიტერსს წერილობით ესაუბრა 15 იანვარს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინული ვებსაიტები დაიბლოკა და მათზე მუქარის შემცველი მესიჯები განთავსდა. დემედიუკის თქმით, თავდასხმის უკან იდგა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელით UNC1151. "ეს არის კიბერ-დაზვერვის ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სამსახურებთან" - ეუბნება დემედიუკი როიტერსს.

კიბერთავდასხმის ფონია რუსეთის მიერ ათი ათასობით სამხედროს განთავსება უკრაინის საზღვრებთან. კრიზისის, და უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონის, მოსკოვის და ევროპის დიპლომატებს შორის სამი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

უკრაინის და სხვა ოფიციალურ პირებს ასევე გამოთქმული აქვთ ვარაუდი, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან იდგა რუსეთი, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ბელარუსი ახლო მოკავშირეა რუსეთის, რომელიც ამგვარ შიშებს უგულებელყოფს და მათ "უსაფუძვლოს" უწოდებს. ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა არ უპასუხეს თხოვნას კომენტარის თაობაზე.

"ამ ჯგუფის სპეციალიზაციაა კიბერ დაზვერვა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის საგანგებო სამსახურებთან და რომელიც, თავდასხმებისთვის, მიმართავს გადაბირებას, ან თავისივე წევრების იატაკქვეშა მუშაობას სასურველ კომპანიაში" - ამბობს დემედიუკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG