ფიფამ ციურიხში მდებარე შტაბბინაში 2021 წლის რჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები დააჯილდოვა. The Best 2022 - ის ღონისძიებაზე, მსოფლიოს გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა რობერტ ლევანდოვსკი. მიუნხენის „ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. წლის ფეხბურთელის ნომინაციაში, ლევანდოვსკის კონკურენტები იყვნენ არგენტინელი ლეო მესი და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა ესპანელი ალექსია პუტელიასი. ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო, წლის საუკეთესო გოლისთვის გადაეცა არგენტინელ ერიკ ლამელას.
საუკეთესო მეკარედ ქალთა შორის დასახელდა ჩილელი კრისტიან ენდლერი, მამაკაცებში - სენეგალელი ედუარდ მენდი. საუკეთესო მწვრთნელებად კი აღიარეს ლონდონის „ჩელსის" დამრიგებლები: ქალთა გუნდში ინგლისელი ემა ჰეისი და მამაკაცებში - გერმანელი ტომას ტუხელი.
დაწერეთ კომენტარი