Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველთა სიაში რეგისტირებულთა გადამოწმების ვადა 1 აპრილამდე გადაიდო


ჯანდაცვის სამისტროს ინფორმაციით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა მორატორიუმი, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა.

გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„მოგეხსენაბთ, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას 17 იანვრის განცხადების თანახმად ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება.

„განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს პროცესი არ შეწყვეტილა და ამ მხრივ ხარვეზი არც მომავალში შეიქმნება“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ეს განცხადება თამილა ბარლაკალაიამ სოციალური აგენტების გაფიცვის კონტექსში გააკეთდა. 400-მდე სოცაგენტი ანაზღაურების 100%-იანი ზრდის მოთხოვნითაა გაფიცული და აქციებს მართავს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

1 თებერვლიდან სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება.

მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. ცვლილების შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ.

გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG