Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ წულაძე სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს


სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 11 იანვარს განხორცილებეული უკანასკნელი ვიზიტის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის მდგომაროება რჩება საყურადღებო.

თენგიზ წულაძემ, ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნებისას განაცხადა, სასტუმრო "თბილისი მარიოტში"

"კვლავ რჩება ნერვოლოგიური სიმპტომატიკა, არ გაუმჯობელებული 12 დეკემბრის ვიზიტის შემდგომ. დაახლოებით ერთი და იგივე დონეზე დგას. გამოხატუალი პოლინეიროპათიის სიმპტრტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წინასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მართალია, მაგრამ ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომაროებითაა ახლაც“,- განაცახდა თენგიზ წულაძემ.

მისი თქმით, საჭიროა მედიკამენტოზული მკურნალობის გარდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც მისი თქმით, „საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია“. თუმცა, არა შეუძლებელი და უნდა იყოს ნაცადი. მისი თქმით, თუ არ ჩატარდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლოა გაღრმავდეს დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. წულაძის განმარტებით, დეპრესია ზრდის სხვადასხვა ავადობას, ასევე სუიციდალურ ფიქრებსაც. თუმცა შესაძლოა ის არც გაღრმავდეს.

ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობთ ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მიგვაჩნია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა იქნას ჩატარებული. ადრეს იყო გაჟღერებული ეს საკითხი, იგეგმება, მართალია, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში თუ მოხდება დაავადების პროგრესიბა, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით “, - განაცახდა თენგიზ წულაძემ.

მისი სიტყვებით ჩამოთვლილი მკურნალობა შესაძლებელია საქართველოშიც ჩატარდეს და შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი არ განუხილავთ.

ამასთან წულაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდა, სამი ვიზიტის საფუძველზე შექმნილი სამედიცინო დასკვნა გაასაჯაროვა.

"სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების შესახებ", - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

18 იანვარს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი მოითხოვენ სააკაშვილის ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG