Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ეპიდემიური ვითარება დამძიმდა


ცხინვალი.
ცხინვალი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გასულ დღე-ღამეში 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი - 81, ეს არის დე ფაქტო რესპუბლიკის, მიმდინარე წლის ანტირეკორდი. ჯანდაცვის ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეპიდემიური ვითარება სწრაფად იცვლება.

„დღეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება რესპუბლიკის 471 მცხოვრები, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რიცხვი 10 741-მდე გაიზარდა, 10 270 გამოჯანმრთელდა", - განუცხადეს სააგენტო “რეს"-ს დე ფაქტო სანიტარულ სამსახურში.

ყოველდღიურად იზრდება დახურული სკოლების და ბაღების რაოდენობაც. 21 იანვარს ათი დღით დაკეტეს სკოლა-გიმნაზია ალბიონი, სადაც ინფიცირების მრავალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად არის დახურული ცხინვალის მე-6 საშუალო სკოლა. მანამდე, ერთეული შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ცალკეულ კლასებს და ჯგუფებს ხურავდნენ, თუმცა ახლა სასწავლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მთლიანად იხურება. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ბოლო ერთ კვირაში, ინფიცირების 300 -ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG