Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ცხინვალელის შესახებ შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ერთმანეთს ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი, რუმინეთის წარმომადგენელი ვიორელ მოშანუ, რომელმაც ანიკა სედერი შეცვალა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 2008 წელს დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებს შეხვდებიან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრის მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობს.

საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ერგნეთის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. მისი თქმით საია პროცესში ჩართულია, თუმცა შეხვედრის შინაარსი კონფიდენციალურია.

საუბარი ეხება 2008 წლის ომის შემდეგ სამი ცხინვალელი ახალგაზრდის, ხუგაევის, ხაჩიროვის და პლიევის უგზო-უკვლოდ დაკარგვის საკითხს. მათ მოძიებას ოსური მხარე მეთოთხმეტე წელია უშედეგოდ ითხოვს. საქმეში საერთაშორისო ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები, გამოძიებას საქართველოს პროკურატურაც აწარმოებდა, დაიკითხნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები, თუმცა ამ დრომდე მათ კვალს ვერ მიაგნეს.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდების მშობლებს ხელახლა გამოკითხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG