Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა მოზრდილთათვის სავალდებულო იქნება


ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი წარადგენს კანონპროექტს სავალდებულ აცრის შესახებ
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი წარადგენს კანონპროექტს სავალდებულ აცრის შესახებ

ავსტრია იქნება ევროპის პირველი სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს, მოზრდილ მოსახლეობას, ავალდებულებს, აიცრან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით.

21 იანვარს ეროვნულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რაც ფორმალურ პროცედურად მიიჩნევა.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, იტალიაში და საბერძნეთში, აცრა ევალებათ ასაკოვან მოქალაქეებს, მაგრამ ავსტრიაში აცრით ყველას ვალდებულება ყველაზე მკაცრი ნორმაა მთელ ევროპაში.

თუმცა მთავრობა ცდილობს ამის მიღწევას მოქალაქეთა ფინანსური დაინტერესებით. პარლამენტმა ასევე მიიღო 1,4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი "აცრის ლატარიის" შესახებ, რომელმაც აცრაუში უნდა წაახალისოს მოსახლეობა. მთავრობის თანახმად, აცრის ერთი დოზა 500 ევროს მოგების შესაძლებლობას იძლევა. ტალონები შესაბამის პირებმა შეუძლიათ გაანაღდონ სასურსათო და სხვა საქონლის მაღაზიებში.

სავალდებულო ვაქცინაცია არ ეხება ორსულებს და იმ პირებს, რომლებსაც სამედიცინო მიზეზით არ შეუძლიათ აიცრან. პირები, რომლებმაც კოვიდის ინფექცია გადაიტანეს, აცრის ვალდებულებისგან განთავისუფლებული არიან ექვსი თვის განმავალობაში.

წესის დარღვევა ითვალისწინებს შემოსავლის შესაბამის ჯარიმას 3600 ევრომდე.

ამ ქვეყანაში თვების განმავალდობაში იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები კოვიდის გამო შეზღუდვების გამო.

ავსტრიაში თითქმის ცხრა მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონნახევარია. გარდაცვლილთა რაოდენობა 14 ათასს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG