Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის დელეგაციამ ნორვეგიაში მოლაპარაკება დაიწყო, ქონებაზე წვდომის თხოვნის მიზნით

თალიბანის დელეგაციამ და დასავლელმა დიპლომატებმა ნორვეგიაში დაიწყეს მოლაპარაკება, რომელიც ეხება ავღანეთის ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციას, იმ ფონზე, როცა ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში ვითარება უარესდება აგვისტოში ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ და მილიონობით ადამიანი შიმშილის პირასაა.

ოსლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ თალიბანის 15-წევრიანი დელეგაცია და აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის და ნორვეგიის წარმომადგენლები. გავრცელებული ვარაუდით, თალიბანის დელეგაცია გამოვა თხოვნით, ხელმისაწვდომი გახდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების ქონება, რომელიც გაყინულ იქნა მას მერე, რაც ჯგუფი ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა ქვეყანა დატოვეს, იქ ორი ათწლეულის განმავლობაში ყოფნის შემდეგ.

ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება, 22,8 მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები, 8,7 მილიონი ადამიანი კი შიმშილის პირასაა - იუწყება გაერო. აგვისტოს შემდეგ შეჩერდა საერთაშორისო დახმარება, რომელიც ავღანეთის ბიუჯეტის დაახლოებით 80 პროცენტს აფინანსებდა, აშშ-მა კი გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის 9,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება. ავღანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, საჯარო მოსამსახურეების ხელფასები თვეების განმავლობაში არ გაცემულა.

XS
SM
MD
LG