Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ევროპის ლიდერებთან განიხილავს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 იანვარს გეგმავს ევროპის ლიდერებთან განიხილოს მოსკოვსა და კიევს შორის შექმნილი დაძაბულობა, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო.

ბაიდენი ვიდეოზარით გაესაუბრება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს - იუწყება თეთრი სახლი.

ამ განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის გამო უკრაინასთან ახლოს, სადაც, დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა 100,000 ან მეტი სამხედრო განათავსა, რაც ზრდის შეშფოთებას უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG