Accessibility links

site logo site logo

უკრაინამ მიიღო ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი, მათ შორის "ჯაველინები"


ამერიკული სამხედრო ტვირთი კიევის აეროპორტში. 2022 წლის 25 იანვარი

უკრაინამ მიიღო აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი, მათ შორის 300 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“. 79 ტონა ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში 25 იანვარს, ღამით ჩაიტანეს.

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის საჭირო დახმარების გაწევას.

საერთო ჯამში, 200 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტით, უკრაინამ 22 და 23 იანვარს მიიღო 170 ტონაზე მეტი სამხედრო დანიშნულების ტვირთი. აშშ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამხედრო ინტერვენციის ფონზე.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG