Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ დააკავა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე


გერმანიის პროკურატურა იტყობინება, რომ დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი მკვლევარი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილმა, გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობისას, ევროპის კოსმოსური პროგრამის, Ariane-ის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია რუსეთს გადასცა.

გერმანელმა პროკურორებმა 27 იანვარს განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, ილნურ ნ. ბავარიაში მუშაობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და „რეგულარულად ხვდებოდა“ რუსეთის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელს, რომელიც გერმანიაში იმყოფებოდა.

ის დაკავებული იყო უკვე 2021 წლის ივნისში, - დასძენს პროკურატურა.

ეჭვმიტანილი „გადასცემდა ინფორმაციას აეროკოსმოსური ტექნოლოგიის კვლევის სფეროში, კერძოდ რაკეტმზიდის Ariane-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ.

განცხადება გავრცელდა დასავლეთსა და მოსკოვს შორის უკრაინის გამო დაძაბულობის ფონზე.

ეს ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის სფეროში გერმანიაში, რომელიც რუსეთის სადაზვერვო ოპერაციების მსხვილ ცენტრად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG