Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CBS-ის ცნობით, თეთრ სახლს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება პუტინის წინააღმდეგ სანქციების შესახებ


აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯერ არ დაუწესოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სანქციები, - იტყობინება ტელეარხი CBS-ი.

„აშშ-ს შეეძლო პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ გადაწყვიტა, ეს ჯერ არ გააკეთოს“, - განაცხადა ეთერში კორესპონდენტმა, მარგრეტ ბრენანმა. ბრენანმა მოიხმო წყაროები, რომელთა აზრით, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ზომების გატარება „ტექნიკურ სირთულეებს“ გამოიწვევდა.

„თუ გსურთ სანქციები დაუწესოთ მათ, ვისთანაც მოლაპარაკება გსურთ, როგორ შეძლებენ ისინი მოგზაურობას? სირთულეები ჩნდება კოორდინაციის მხრივაც“, - განაცხადა ჟურნალისტმა, რომლის თქმითაც, უფრო ეფექტიანი ამ ვითარებაში იქნებოდა „ზეწოლა“ პუტინის ახლობელ ოლიგარქებზე, მათ ბიზნესსტრუქტურებსა და საბანკო ანგარიშებზე, რათა მათ პუტინზე გავლენა მოეხდინათ, -ფიქრობს ბრენანი.

25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილავს ვლადიმირ პუტინისთვის სანქციების დაწესების თემას, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

პუტინის წინააღმდეგ სანქციები გათვალისწინებულია კანონპროექტით, რომელიც მოამზადეს დემოკრატიული პარტიის წევრებმა. პუტინის გარდა, მასში შეტანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერის, თავდაცვის მინისტრის და კიდევ სხვა შვიდი პირის გვარები.

აშშ სანქციების დაწესებას უპირებს ასევე რუსეთის საბანკო სტრუქტურებს, თუ რუსეთმა უკრაინის მიმართ სამხედრო მოქმედებას მიმართა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელშიც შეტანილია რუსეთის 35 მოქალაქის, მილიარდერების, სახელმწიფო მოხელეების და მათი ახლო ნათესავების გვარები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG