Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლეონიდ კურავლიოვი - საბჭოთა და რუსული კინოს პოპულარული მსახიობი


მოსკოვში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, რუსეთის ფედარციის სახალხო არტისტი, ლეონიდ კურავლიოვი.

მსახიობი 10 იანვარს პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში, თუმცა COVID-19-ის ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კურავლიოვი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს.

„მსახიობი განიკურნა პნევმონიისგან, მაგრამ ექიმებმა მსახიობს პალიატიურის სტატუსი მიანიჭეს", - ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება.

ლეონიდ კურავლიოვი დაიბადა 1936 წლის 8 ოქტომბერს, მოსკოვში. 1955 წელს ჩაირიცხა ВГИК-ის სამსახიობო განყოფილებაზე. მსახიობის კინოდებიუტი შედგა სტუდენტობის პერიოდში, როცა ითამაშა ანდრეი ტარკოვსკის და ალექსანდრე გორდონის ფილმში.

სამსახიობო კარიერის განმავლობაში ლეონიდ კურავლიოვმა 200-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა. მის ყველაზე ცნობილ კინონამუშევრებს შორისაა ჟორჟ მილოსლავსკი კომედიაში "ივან ვასილიევიჩი პროფესიას იცვლის ", სანტექნიკოსი აფანასი ბორშჩოვი კომედიაში "აფონია", შურა ბალაგანოვი ილფი და პეტროვის რომანის "ოქროს კერპის" ეკრანიზაციაში და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG