Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშავებული ტყიბულელი მეშახტეები თბილისში გადაიყვანეს

ფოტო არქივიდან: ტყიბულის შახტი
ფოტო არქივიდან: ტყიბულის შახტი

ტყიბულის შახტში დაშავებული 8 ადამიანის მკურნალობა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გაგრძელდება. დაშავებული მეშახტეები ტყიბულიდან თბილისში წუხელ გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, 30 იანვარს დაახლოებით ღამის 11 საათისთვის ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. დაშავდა 9 ადამიანი. ერთი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა ჯერჯერობით უცნობია.

შახტის მფლობელი კომპანიის, "საქნახშირის" შრომის უსაფრთხოების სამსახურმა წუხელვე დაიწყო შემთხვევის ადგილის გამოკვლევა. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით.

XS
SM
MD
LG