Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერი: ვაპირებ პუტინს ვუთხრა, ზღვრიდან უკან დაიხიოს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უთხრას, რომ მან უკან უნდა დაიხიოს საფრთხის ზღვარზე მოქმედებიდან - იმ ფონზე, როცა ბრიტანეთი გამოდის მუქარით, რომ მკაცრი სანქციებით ამოიღებს მიზანში კრემლთან დაახლოებულ პირებს, მზარდი შიშის კონტექსტში, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

"პრეზიდენტ პუტინს ვეტყვი იმას, რაც აქამდეც მითქვამს - რომ ჩვენ ყველას ნამდვილად გვჭირდება ზღვრიდან უკანდახევა და რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან ზღვრიდან", - უთხრა ჯონსონმა ჟურნალისტებს მიმდინარე კვირაში რუსეთის ლიდერთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინ.

ჯონსონის განცხადებების პარალელურად, რუსეთმა თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართავს სატელეფონო საუბარს.

31 იანვარს, მოგვიანებით, გაეროს უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს უკრაინის კრიზისის განხილვის მიზნით და ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვს მკაცრ გამოწვევას შეუქმნის უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გარშემო.

მოსკოვი უარყოფს კონფლიქტის დაწყების მიზანს, თუმცა აშშ და ბრიტანეთი გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ "დამანგრეველი" ეკონომიკური სანქციების ამოქმედების მუქარით, რადგან ცდილობენ რუსეთი შეაკავონ უკრაინაში შეჭრისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG