Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის ელჩი: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა უდიდესია ათწლეულების განმავლობაში


ლინდა ტომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში
ლინდა ტომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში

გაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს ბელარუსში თავისი სამხედროების რაოდენობა თებერვლის შუა რიცხვებამდე 30 000-მდე გაზარდოს, რაც არის ნაწილი მისი მუქარისა უკრაინის მიმართ. ელჩი იმეორებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სწრაფი და გადამწყვეტი პასუხით გამოვლენ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა, 31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა შეაფასოს არა მხოლოდ რუსეთის განცხადებები უკრაინასთან მისი მიმართების შესახებ, არამედ მისი ნაბიჯებიც. ელჩის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების ამჟამინდელი ზრდა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია ევროპაში.

"ახლა, როცა ჩვენ ვმსჯელობთ, რუსეთი იქ კიდევ უფრო მეტ ძალას და იარაღს გზავნის", - თქვა მან და რუსეთს ბრალი დასდო ბელარუსში, უახლოეს კვირებში თავისი ძალების 30 000 სამხედრომდე გაზრდის გეგმის ქონაში.

მანამდე რუსეთი შეეცადა დაებლოკა 15-წევრიანი საბჭოს სხდომა, რომლის გამართვაც აშშ-მა ითხოვა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური მობილიზაციის განხილვის მიზნით. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ აშშ-ს ბრალი დასდო "ისტერიის გამოწვევაში" უშიშროების საბჭოში დისკუსიის მოთხოვნის გზით. მან ამ შეხვედრას უსაფუძვლო უწოდა, თუმცა 15-წევრიანმა საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის თხოვნის განხორციელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG