Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 23 000-ზე მეტ ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 77 584 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 23 664 შემთხვევა. 8 326-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოში იანვრიდან გააქტიურდა განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელების უნარის მქონე, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის ცირკულაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ინფიცირებულთა 90-95%-ს კორონავირუსის ეს შტამი აქვს.

3 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 30.05%;
  • ბოლო 7 დღის - 27.36%;
  • ბოლო 14 დღის - 24.27%.

ოფიციალური სტატისტიკით, 3 თებერვლის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 196 589 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 723 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 250 108 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 102 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG