Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ „მტკიცე“ სანქციები მოამზადა


ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 4 თებერვალს.

ამის ფონზე გრძელდება ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი არმიის ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი განათავსა საზღვართან, რაც, დასავლეთის შეშფოთების თანახმად, უკრაინაში შეჭრის წინა ეტაპია. რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და სხვათა შორის, სურს მიიღოს პირობა, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.

ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, 15 თებერვალს რუსეთში ჩასვლას აპირებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

3 თებერვალს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა თურქეთის პრეზიდეპტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

XS
SM
MD
LG