ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 2020 წლის ივნისის შემდეგ, ლარი დოლართან ასეთი მყარი არ ყოფილა. ლარის ახალი გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა 17:00 საათზე დაადგინა.
ლარი დოლართან 3,12 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 2,06 თეთრით.
5 თებერვლიდან ლარის გაცვლის ოფიციალური კურსია:
- 1 დოლარის ღირებულებაა - 2,9867 ლარი;
- 1 ევროს ღირებულებაა - 3,4248 ლარი.
ყველაზე დიდ კომერციულ ბანკებში კურსი ასეთია [17:40 სთ]:
"თიბისი ბანკი":
- 1 დოლარის გაყიდვა 2,93 ლარი; ყიდვა - 3,03 ლარი;
- 1 ევროს გაყიდვა 3,334 ლარი; ყიდვა - 3,484 ლარი.
"საქართველოს ბანკი":
- 1 დოლარის გაყიდვა 2,965 ლარი; ყიდვა - 3,015 ლარი;
- 1 ევროს გაყიდვა 3,386 ლარი; ყიდვა - 3,454 ლარი.
საქართველოში ლარის დოლართან მიმართებით მკვეთრი გაუფასურება კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. პირველად დოლარი 3-ლარიან ნიშნულს 2020 წლის 17 მარტს გადასცდა.
მას შემდეგ ლარი დოლართან ყველაზე სტაბილური ივნისში, 5 დღის განმავლობაში იყო. 2020 წლის 9 ივნისს დოლარი ისევ გადასცდა 3-ლარიან ნიშნულს და მას შემდეგ ასეთი მყარი ეროვნული ვალუტა ბოლო 19 თვის განმავლობაში აღარ ყოფილა.
დაწერეთ კომენტარი