Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ქუმარიტაშვილმა პეკინი-2022-ზე ორი დაშვების საერთო შედეგით ოცდამეთერთმეტე ადგილი დაიკავა


მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ორი დაშვების შემდეგ, ოცდამეთერთმეტე ადგილზე გავიდა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველი დაშვებისას დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა. მეორე დაშვებისას კი 1:00.146 წუთი აჩვენა და პირველ ადგილზე გასულ გერმანელ იოჰანეს ლუდვიგს 5.856 წამით ჩამორჩა.

მოციგავეთა შეჯიბრებაში სულ ოცდათოთხმეტი მონაწილე ჩაება კონკურენციაში და საქართველოს ნაკრების წევრმა იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ კონკურენტებს აჯობა. მესამე და მეოთხე დაშვება 6 თებერვალს გაიმართება.

საბა ქუმარიტაშვილი ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია. ამ რანგის შეჯიბრებაზე მას აქამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG