Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

112 კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-ამდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე".

განცხადების თანახმად, გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის, 112 დაიყო სამ არხად:

  • 112 - სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება
  • 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური
  • 112-2 -Covid -19

Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/.

112-ის მიერ Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.

განცხადების თანახმად, თუ 48 საათის განმავლობაში არ მოხდა ოჯახის ექიმის დაკავშირება, მაშინ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG