Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 33 905 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 235 შემთხვევა. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მორიგი ტალღის პიკია და სიტუაცია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, ამაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა მონაცემები იქნება ამ კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთა 90-95%-ს "ომიკრონი" აქვს.

7 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 33.14%;
  • ბოლო 7 დღის - 30.99%;
  • ბოლო 14 დღის - 27.37%.

ოფიციალური სტატისტიკით, 7 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 204 345 აქტიური შემთხვევაა. მათგან:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 947;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 926.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 325 838 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 246 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG