ქალაქ ჟანაოზენის მცხოვრებლები, რომლებმაც 1 თებერვალს გამართეს პირველი აქცია ნავთობის სფეროში სამუშაო ადგილების მოთხოვნით, 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამჟამად სამუშაოს ეძებს 2500 ადამიანი, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
უმუშევრებმა გააკრიტიკეს უმოქმედობისთვის ადგილობრივი რაიონული ხელმძღვანელობა, რომელიც მათ კომისიის შექმნას დაჰპირდა და დასაქმების თხოვნით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ ჟომრატ ტოკაევს.
ჟანაოზენის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია აწუხებთ უმუშევრობა. 2016 წელს პოლიციამ დაშალა ქალაქში შეკრებილი ახალგაზრდების აქცია, რომლებიც უმუშევრობის აღმოფხვრას მოითხოვდნენ. მათ ლიდერ ერჟან ელშიბაევს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ელიშბაევი „პოლიტპატიმრად“ ცნეს.
ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენის მცხოვრებლები მთელი კვირაა მართავენ საპროტესტო გამოსვლებს