Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: ნატომ შექმნა „საჰაერო ხიდი“ უკრაინისათვის იარაღის მისაწოდებლად


მორიგი ამერიკული სამხედრო დახამარება კიევის აეროპორტში.
მორიგი ამერიკული სამხედრო დახამარება კიევის აეროპორტში.

ნატოს ქვეყნებმა შექმნეს „საჰაერო ხიდი“ რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის წინაშე მდგარი უკრაინისათვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდების მიზნით, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთ Wall Street Journal-ი წერს.

ცნობაში აღნიშნულია, რომ აშშ აპირებს რუსული წარმოების ხუთი მი-17 ტიპის შვეულმფრენი გადასცეს უკრაინას. აღნიშნულ საფრენ საშუალებებს, თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე, ავღანეთის არმია იყენებდა.

აშშ-ის ოფიციალური წყაროს ცნობით, უკრაინა ასევე განიცდის საბრძოლო მასალების დიდ ნაკლებობას. ბოლო წლებში, სავარაუდოდ რუსეთის მონაწილეობით, უკრაინაში განადგურდა საბრძოლო მასალის არაერთი საწყობი. ხოლო უკრაინაში ერთადერთი საბრძოლო მასალების მწარმოებელი ქარხანა მდებარეობდა ლუგანსკში, რომელსაც ამჟამად პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

WSJ-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნატოს მიერ საჰაერო დერეფნის ამოქმედებამდე, უკრაინას შეიარაღება თავდაპირველად ალიანსის წევრმა აშშ-მა და თურქეთმა მიაწოდეს. კიევს შეიარაღება ასევე მიაწოდეს დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას უახლოეს ხანში დაიწყებენ ჩეხეთი და პოლონეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG