საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 53 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 68 392 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 22 444 შემთხვევა. 13 245-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
10 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 32.82%;
- ბოლო 7 დღის - 32.84%;
- ბოლო 14 დღის - 29.93%.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია". ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია, რადგან ბევრს დაავადება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით აქვს და ტესტს არ იკეთებს.
ოფიციალური სტატისტიკით, 10 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 228 153 აქტიური შემთხვევაა. მათგან:
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 085;
- კლინიკურ სასტუმროში - 1 858.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 398 059 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 404 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი