Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 19 900-ზე მეტ ადამიანს, 55 გარდაიცვალა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 55 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 64 187 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 968 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 23 675.

11 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 31.11%;
  • ბოლო 7 დღის - 33.04%;
  • ბოლო 14 დღის - 30.24%.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

ოფიციალური სტატისტიკით, 11 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 224 391 აქტიური შემთხვევაა. მათგან:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 098;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 869.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 418 027 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 459 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG