Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: აშშ-ის მოქალაქე ალექს ლოიოსი ვიპოვეთ


აშშ-ის მოქალაქე ალექს ლოიოსი, რომელსაც ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ კაცი პოლიციამ თბილისში იპოვა.

ახლობლების ინფორმაციით, ლოიოსს ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ხუთი დღის წინ, 7 თებერვალს ჰქონდა.

"ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ბოლოს ნახა 9 თებერვალს, ძველ თბილისში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს", - ეწერა იმ განცხადებაში, რომლითაც ახლობლები ხალხს აშშ-ის მოქალაქის მოძებნაში დახმარებას სთხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG