Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთი შეიძლება უკრაინას თავს დაესხას პეკინში ოლიმპიადის დასრულებამდეც" - აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში 


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აქცია უკრაინის მიმართ შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და მოსკოვი შეიძლება არ დაელოდოს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებას.

თუმცა სალივანმა თქვა, რომ რუსეთში „საბოლოოდ არ გადაუწყვეტიათ“ როგორ მოიქცნენ უკრაინის თაობაზე. სალივანის თანახმად, აშშ მოვლენების განვითარების ყოველგვარი სცენარისთვისაა მზად.

არ ვიცით, რა მოხდება, თქვა სალივანმა, მაგრამ ამერიკის მოქალაქეები უკრაინაში საფრთხის ქვეშ არიან, ამიტომ მოვუწოდეთ, დატოვონ უკრაინა დაუყოვნებლივ. მიზეზად სალივანმა დაასახელა ის, რომ თავდასხმის შემთხვევაში, იერიში დაიწყება ჰაერიდან და შემდეგ გაგრძელდება ხმელეთზე და ამ ვითარებაში აშშ-ის არმია ვერ შესძლებს მათ ევაკუაციას. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის თავდასხმა შეიძლება მოიცავდეს უკრაინის დიდი ქალაქების, მათ შორის კიევის აღების გეგმას.

აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ასევე განაცხადა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან დიალოგისთვისაც და იმისთვისაც, რომ დაუწესოს მკაცრი სანქციები, თუ უკრაინის გარშემო ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არ არის მიღებული, აშშ-ის ტელეარხი სი-ენ-ენი, ასევე Guardian იტყობინებოდნენ დიპლომატების ნათქვამზე დაყრდნობით, რომ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მოკავშირეებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინმა გადაწყვეტილება თავდასხმის შესახებ მიიღო.

სალივანმა თქვა, რომ მოელიან ახალ სატელეფონო საუბარი პუტინსა და ბაიდენს შორის, მაგრამ მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ამ საკითხზე.

XS
SM
MD
LG