Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 40 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 46 425 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 712 შემთხვევა. 21 623-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

13 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 33.84%
  • ბოლო 7 დღის - 32.85%​;
  • ბოლო 14 დღის - 31.66%​.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია". ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია, რადგან ბევრს დაავადება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით აქვს და ტესტს არ იკეთებს.

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 123 პაციენტი
  • კლინიკურ სასტუმროში კი 1 581 მოქალაქეა მოთავსებული

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 454 065 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 556 ადამიანი.

XS
SM
MD
LG