Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკომპანია KLM-მა შეწყვიტა ფრენები უკრაინის თავზე


ნიდერლანდურმა ავიაკომპანია KLM-მა შეწყვიტა რეისები კიევში და მისი თვითმფრინავები შეწყვეტენ ფრენას უკრაინის საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ კომპანიამ შაბათ საღამოს გაავრცელა ცნობა. ფრენის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ემთხვევა რუსეთის შესაძლო ინტერვენციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

კვირას უკრაინის ვერხოვნა რადას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოლექსი ჰონჩარენკომ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ 14 თებერვლის შუადღიდან უკრაინის თავზე ფრენები შეწყდება.

დეპუტატის ცნობით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა კომპანიამ დააგზავნა შეტყობინება, რომ 14 თებერვალს, კიევის დროით 14:00-საათზე, შეწყვეტს იმ სამოქალაქო თვითმფრინავების დაზღვევას, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში იქნებიან.

ამ განცხადების ფონია დასავლეთის მრავალი ქვეყნის მიმართვა თავიანთი მოქალაქეებისათვის, რომ დატოვონ უკრაინის ტერიტორია რუსეთის ინტერვენციის საფრთხის გამო.

XS
SM
MD
LG