Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალკის მერი: მიწისძვრას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია


წალკის მერი ილია საბაძე
წალკის მერი ილია საბაძე

წალკის მუნიციპალიტეტის მერის, ილია საბაძის ინფორმაციით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი სოფელ სამებაში იყო, მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია.

"საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო, საბედნიეროდ, არსად ნგრევა არ მოჰყოლია, ვუკავშირდებით სოფლებს, პირველ რიგში სამებას. რაიონის წარმომადგენლების გარდა ვესაუბრე მოსახლეობასაც. ბერძნებს, ქართველებს არსად ნგრევა არ ყოფილა. ადგილობრივ სამაშველოებსაც ვეკონტაქტე, თუ რამეს გაიგებენ ისინიც შემატყობინებენ," - უთხრა ილია საბაძემ რადიო თავისუფლებას.

სამცხე-ჯავახეთის გარდა, ბიძგები დაფიქსირდა სომხეთშიც.

ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ესაუბრა სომხეთის საგანგებო სიტუაციების და სეისმური სამსახურების წარმომადგენლებს, მათი ინფორმაციით, მიწისძვრას არც სომხეთში მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.

საქართველოში მიწისძვრა 13 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან მოხდა, თბილისის დროით 22:25 საათზე.

XS
SM
MD
LG