Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ უკრაინის ეკონომიკას დახმარებას დაჰპირდა, რუსეთს კი სანქციებით დაემუქრა


როგორც „დიდი შვიდეულის“ მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ასევე მის ეკონომიკურ სტაბილურობას. განცხადებაში არაა ნახსენები კონკრეტული ზომები. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიაზე პასუხი იქნება „ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებიც მნიშვნელოვან და სწრაფ გავლენას მოახდენენ“ რუსეთის ეკონომიკაზე.

„დიდ შვიდეულში“ შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა და იტალია.

რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის ეკონომიკა ზარალს განიცდის - გრივნას კურსი ვარდება დოლართან მიმართებით, შეინიშნება ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.

„უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, უკანასკნელ ხანებში ქვეყანა დატოვა რამდენიმე მსხვილმა ბიზნესმენმა.

კიევმა არაერთხელ განაცხადა მის საზღვრებთან რუსული სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი გაძლიერების შესახებ. დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კრემლი ამას უარყოფს და ჯარების გადაადგილებას თავის შიდა საქმეს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG