Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

„ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახვებთ“, - ნათქვამია ზელენსკის მიმართვაში.

წინა დღით ზოგიერთმა დასავლურმა საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის, „შპიგელმა“ 16 თებერვალი დაასახელა რუსეთის უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის თარიღად.

„ჩვენ შეგწევს ძალა, რომ მათ წინ აღვუდგეთ, ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე შეიარაღება, ეს არის ბევრად ძლიერი არმია, ვიდრე 8 წლის წინ იყო“, - განაცხადა ზელენსკი და დასძინა, რომ დონბასი და ყირიმი დაბრუნდება უკრაინაში მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით.

  • შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში რუსეთის შეჭრა უკრაინაში ძალიან სავარაუდოა. ამავე დროს, ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი რწმენა, რომ რუსეთი ნამდვილად გადაწყვეტს შეჭრას.
  • დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ დიპლომატიის გზა ჯერ კიდევ შესაძლებელია. რუსეთი შეჭრის გეგმებს უარყოფს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ორშაბათს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს მასშტაბური წვრთნები, რომელთა უმრავლესობა მალე დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG