Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 15 644 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 52 912 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 644 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 110.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

17 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 29.57%;
  • ბოლო 7 დღის - 30.99%;
  • ბოლო 14 დღის - 32.01%.

ოფიციალური სტატისტიკით, 17 თებერვლის დილისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 171 873 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 5 876 პაციენტს. მძიმე მდგომარეობა აქვს 1 259-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 296.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 511 800 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 729 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG