Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებისთვის


უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მზად არის გამართოს ნებისმიერ ფორმატში სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ჯერაც არ მოუხდენია რეალური მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის დემონსტრირება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს განაცხადა მარიუპოლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

„როგორც კი რუსეთი საჯაროდ აცხადებს, რომ მზად არის ილაპარაკოს დეესკალაციაზე, ილაპარაკოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ყოველ ჯერზე მივმართავთ რუსეთს, რომ ასეთი შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში გაიმართოს. მაგრამ საჯაროდ გამოხატული პოზიციის გარდა, სინამდვილეში ისინი არ არიან მზად ჩვენთან ურთიერთობისთვის, მათ ეს არ სურთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადების პასუხად, კრემლში თქვეს, რომ მათ მართლაც არაერთგზის მიიღეს უკრაინისგან სიგნალი შეხვედრის გამართვის გაუგებარი წინადადებით.

„ჩვენ არაერთგზის მივიღეთ კიევისგან სიგნალი უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვის წინადადებით. მაგრამ ყოველ ჯერზე კიევი არ გვაძლევდა პასუხს მარტივ შეკითხვაზე: რატომ? რა მიზნით?“ - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებას.

გამოკითხვების თანახმად, უკრაინელების 58% მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ დასავლეთის მონაწილეობით უნდა წარიმართოს.

XS
SM
MD
LG