Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 14000-ზე მეტ ადამიანს, 42 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 48 595 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 14 405 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 24 409.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

18 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 29.64%;
  • ბოლო 7 დღის - 30.78%;
  • ბოლო 14 დღის - 32.04%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 526 205 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 771 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG