Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი კვირის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ პირველ არხზე იყო ცენზურის მცდელობები


"ახალი კვირის" წამყვანის შემდეგ ახლა უკვე გადაცემის ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დროს ცენზურის მცდელობები იყო. ეს ორი ჟურნალისტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას", - წერენ ჟურნალისტები.

მეორე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის შემაჯამებელი გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია არხზე ცენზურის პრობლემასა და რესპონდენტების "შავ სიაზე" საუბრობს. მისი თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

XS
SM
MD
LG