Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაიან ჰარისი: „აშშ იდგება უკრაინისა და საქართველოს გვერდით“


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი საუბრობს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების პრობლემებზე, რომ დეკემბრიდან მოყოლებული მსოფლიო აკვირდება რუსეთის ჯარების თავმოყრას უკრაინის საზღვრებთან.

„ქართველებმა იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს... ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევის უფლებას. აშშ იდგება უკრაინის გვერდით, ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამას გააკეთებს, აშშ-ის და მისი პარტნირების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი“, - ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG