უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, ნატომ უკრაინელი თანამშრომლები დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში, ქალაქ ლვოვში და ბრიუსელში გადაიყვანა - აცხადებს ნატოს ოფიციალური პირი 19 თებერვალს.
"ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება უმთავრესია, ამდენად, ისინი გადაყვანილი არიან ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში ნატოს ოფისები განაგრძობს მუშაობას" - აცხადებს ნატოს წარმომადგენელი, და არ აკონკრეტებს გადაყვანილი თანამშრომლების რიცხვს.
ამ ნაბიჯის ფონია მზარდი შეშფოთება, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინაზე შეტევა წამოიწყოს. ნატო და მოკავშირე ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას, და განაგრძობენ საჭირო ზომების მიღებას - ამბობს ნატოს ოფიციალური პირი.
აშშ-მა, ბრიტანეთმა და დასავლეთის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ საელჩოთა სამუშაო პროცესი უკვე გადაიტანეს კიევიდან ლვოვში, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვიდან გამომდინარე.
დაწერეთ კომენტარი