Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევს შეატყობინეს სეპარატისტთა მხრიდან ცეცხლის გახსნის ათობით ახალ შემთხვევაზე

უკრაინის ხელისუფლებამ კვირას, 20 თებერვალს, ქვეყნის აღმოსავლეთში აღრიცხა ცეცხლის გახსნის ათობით ახალი შემთხვევა სეპარატისტთა მხრიდან.

კიევს შეატყობინეს ცეცხლის გახსნის სულ მცირე 53 შემთხვევაზე, რომელთაგანაც ფაქტობრივად ყველა განხორციელდა შეიარაღების შესახებ მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით. სროლის შედეგად, ჭურვების ნამსხვრევით დაიჭრა ერთი სამხედრო, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული საშუალო სიმძიმის ჭრილობით.

ბოლო დღეებში ეუთოს სადამკვირვებლო მისია აღრიცხავს სროლის ინტენსივობის მკვეთრ ზრდას დონბასში, იმ ფონზე, როცა უკრაინის სიახლოვეს მნიშვნელოვნად მატულობს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაში შეჭრას გეგმავს და ამის საბაბად პროვოკაციას გამოიყენებს. მოსკოვი უარყოფს ამგვარი გეგმის არსებობას.

XS
SM
MD
LG