Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს - წარდგენილია სანქციების პირველი პაკეტი


რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გამოაცხადოს დამოუკიდებელ სუბიექტებად და შეიყვანოს ჯარი უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნაწილში, რაც ბრიუსელის შეფასებით, "უკანონო და მიუღებელია", ევროპის კავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის შესაბამის სუბიექტებს.

ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა.

"რუსეთის ნაბიჯით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები და მას მივყავართ კრიზისის შემდგომ გამწვავებასთან", - მიიჩნევენ თავმჯდომარეები და მიესალმებიან ევროკავშირის წევრების ურყევ ერთიანობას და მათ სურვილს, სწრაფად უპასუხონ რუსეთის უკანონო ქმედებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში.

22 თებერვალს გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უზენაესი წარმომადგენელი. შეხვედრის შემდეგ მოხდება სანქციების პირველი პაკეტის ოფიციალური წარდგენა. მოგვიანებით, შესაბამისი უწყებები დაუყოვნებლივ დაამუშავებენ პაკეტს, რომელიც, სხვათა შორის, შეიცავს წინადადებებს:

  • სანქციები დაწესდეს წინააღმდეგ, ვინც დაკავშირებული იყო უკანონო გადაწყვეტილების მიღებასთან;
  • სანქციები მიმართული იქნება ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე;
  • სანქციები ევროკავშირის კაპიტალის და საფინანსო ბაზრებზე და მომსახურებაზე წვდომას შეუზღუდავს რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას;
  • სანქციები ასევე შეეხება ვაჭრობას ორ სეპარატისტულ რეგიონთან.

ევროკავშირმა მოამზადა და მზად არის მიმართოს დამატებით ზომებს მოგვიანებითაც, თუ საჭირო გახდა მოვლენათა შემდგომი განვითარების შესაბამისად.

ევროკავშირი "მთლიანად რჩება უკრაინის მიმართ სოლიდარული და ერთიანი მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში". „ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინას და მისი ხალხს“, - წერია ევროკომისიის და ევროპული საბჭოს თავმჯდომარეების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG