Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რაგბის კავშირმა ნაკრების თამაში უკრაინულ ენაზე დააანონსა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით


საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნების მოახლოებული თამაშის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. ამასთან, ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამ გზით რუსეთთან მატჩის დამატებით დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან რამდენიმე საათში გაქრა.

„ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი დინამოარენაზე“, - ეწერა უკრაინულ ენაზე დაწერილ მიმართვაში.

27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის „დინამოარენაზე“ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს.

კოვიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვის თანახმად, ამ მატჩზე ტრიბუნების მხოლოდ მესამედის შევსება შეიძლებოდა, მაგრამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუსეთის თამაშის ბილეთების ლიმიტი ოცდაცამეტი პროცენტიდან ორმოცდაათამდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG