Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით აქტივისტებმა გამოფენა მოაწყვეს


პარლამენტის შენობის წინ, რუსული საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა" და "ანტიკორუფციული მოძრაობის" ორგანიზებით გამოფენა გაიმართა.

"დღევანდელი მოვლენების ფონზე, როცა ანალოგიური ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე და თანამედროვე რუსეთი აანონსებს დაპყრობით ომებს თავისი ძველი, იმპერიული "დიდების" აღსადგენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეხსიერება და ძველი ამბების გახსენება. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს რუსულ სამყაროში ყოფნა. ეს ნიშნავს ეროვნული კულტურის და ცნობიერების განადგურებას, სახელმწიფოებრიობის ყველანაირი ნიშნის მოსპობას და ჩვენს ჩამორჩენას კიდევ ერთი საუკუნით ჩვენი ბუნებრივი სივრცისგან, რაც არის დასავლური სამყარო", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა პარლამენტთან გამოფენაზე.

დღესვე პარლამენტში გაიმართება 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG