Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN-ის გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის ნახევარი აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სწორია უკრაინის ნატოს მიღმა დასატოვებლად


იმ ფონზე, როცა მსოფლიო შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც მოსაზრებას, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სწორია საიმისოდ, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდეს, ორჯერ მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.

რუსეთის ორი მოქალაქიდან ერთი (50%) ამბობს, რომ ეს ზომა სწორი იქნება, მაშინ, როცა მას მხოლოდ მეოთხედი (25 %) ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა კიდევ ერთ მეოთხედს (25 %) პასუხის გაცემა უჭირს.

თუმცა, გამოკითხვის თანახმად, "რუსეთის და უკრაინის კვლავ გაერთიანებისთვის" სამხედრო ძალის გამოყენებას რუსეთის მეტი მოქალაქე ეწინააღმდეგება, ვიდრე მხარს უჭერს.

გამოკითხულთა 43 პროცენტამდე ამბობს, რომ უკრაინის რუსეთთან გასაერთიანებლად სამხედრო ძალის გამოყენება არასწორი იქნება, ამ ნაბიჯს სწორ ზომად 36 პროცენტი მიიჩნევს. სხვებმა კითხვას კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.

CNN-მა გამოკითხვა ჩაატარა უკრაინაშიც, სადაც 10 რესპონდენტიდან შვიდი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ნატოს გარეთ დასატოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება არასწორი იქნება (70 %), სამხედრო ძალის გამოყენებას ორი ქვეყნის გაერთიანებისთვის კი უკრაინელთა 73 პროცენტი ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG