Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა


უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

კიევში გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ თქვა, რომ ეს დილა შევიდა ისტორიაში, რომელიც სხვადასხვაა უკრაინისთვის და რუსეთისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის რუსეთის მოქმედება ჰიტლერის გერმანიის მოქმედებას შეადარა და განაცხადა, რომ უკრაინა თავისუფლებას არავის დაუთმობს.

დღეს, 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG