სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სუმში, ხარკოვის მახლობლად და სამხრეთ უკრაინაში, ხერსონისა და ოდესის ოლქებში, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„რაც შეეხება ვერტმფრენების, გემების თუ სადესანტო ძალების წერტილოვან გადასხმას, ეს არის სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა მთელ რიგ დიდ ქალაქში - ხარკოვსა და კიევში. რუსების მთავარი ამოცანაა უკრაინის ხელმძღვანელობის მოხსნა და მაქსიმალური პანიკის შექმნა“.
ზელენსკის ოფისის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ და რუსებს სერიოზულ ზიანს აყენებენ. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რუსული ტექნიკის განადგურების და ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების შესახებ.