Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია და ჩეხეთი წყვეტენ ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებისთვის


უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციების გამო, ლატვია და ჩეხეთი უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე. ინფორმაციას ორივე ქვეყნიდან ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის თქმით, ვიზებს რუსეთის მოქალაქეები მხოლოდ ჰუმანიტარული წესით, გამონაკლისის შემთხვევაში მიიღებენ.

"უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე გადავწყვიტე რუსეთიდან ლატვიის ელჩი კონსულტაციებისთვის გავიწვიო, ამასთან შევაჩერო რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ჰუმანიტარული მიზნით გამონაკლისი შემთხვევებისა", - წერს მინისტრი ტვიტერზე.

ლატვიის მსგავსი პირობით წყვეტს ჩეხეთიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას. პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალამ განცხადება ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, გარდა ჰუმანიტარული შემთხვევებისა", - თქვა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს რუსეთის ორი საკონსულო და რუსი თანამშრომლები ქვეყნიდან გაუშვას.

XS
SM
MD
LG