Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში კომენდანტის საათი წესდება


კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წესდება კომენდანტის საათი, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ ამჟამინდელი საომარი აგრესიისა და მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ჩვენი დედაქალაქის მკვიდრთა უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა კლიჩკომ.

მისივე სიტყვებით, კომენდანტის საათის განმავლობაში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, მეტროსადგურები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც თავშესაფრები და იმუშავებს დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად.

ქუჩაში გადაადგილებისას, მოქალაქეებმა მუდამ თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქი.

XS
SM
MD
LG