Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იტყობინება 57 დაღუპულის შესახებ


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს დაიღუპა 57 ადამიანი და დაშავდა -169.

რუსეთმა დარტყმა მიაყენა უკრაინის ქალაქებს და სამხედრო ბაზებს და თავისი ჯარი და ტანკები მიმართა სხვადასხვა რეგიონისკენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაცხადა, რომ დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის არმიის მხრიდან ინტენსიური სროლა მიმდინარეობს. უკრაინის ოფიციალურ პირთა თანახმად, ქვეყნის ჯარი იბრძვის რუსებთან სხვადასხვა ფრონტზე და დაკარგეს კონტროლი მწყობრიდან გამოსულ ჩერნობილის ელექტროსადგურზე, რომელზეც 1986 წელს მოხდა ყველაზე დიდი ატომური კატასტროფა.

მძაფრი შეტაკებები იყო სუმის და ხარკოვის ოლქებში, ასევე ხერსონსა და ოდესაში, უკრაინის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურში; გზატკეცილი, რომელიც კიევს აკავშირებს დასავლეთის არეალებთან, გაუვალი გახდა, რადგან ხალხი გაურბოდა მოსალოდნელ თავდასხმას დედაქალაქზე. „რუსეთი ბოროტების გზას დაადგა, ხოლო უკრაინა თავს იცავს და თავისუფლებას უარს არ ეტყვის“, - განაცხადა ზელენსკიმ ტვიტერის საშუალებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს და დასავლეთს დაუწესონ რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები. ზელენსკიმ, რომელმაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა, ილაპარაკა სხვადასხვა ფრონტზე რუსეთი ჯარის იერიშის შესახებ და დააზუსტა, რომ რთული სიტუაციაა ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში. მისი თქმით, რუსეთის ჯარი ნელ-ნელა მიიწევს ჩერნიგოვის მიმართულებით. მან მიმართა მსოფლიოს ლიდერებს, რომ „თუ თქვენ არ დაგვეხმარებით ახლა, თუ არ შესთავაზებთ უკრაინას დიდ დახმარებას, ჯარი ხვალ თქვენს კარზე მოაკაკუნებს“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია აღშფოთება და დაგმობა დასავლეთში და სხვა ქვეყნებში, რადგან იზრდება შიში ევროპის ცენტრში დიდი ომის გაჩაღების შესაძლებლობის.

XS
SM
MD
LG